ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში პრეზიდენტი საერთაშორისო სემინარს დაესწრება
გორში დღეს საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან

დღეს გორის უნივერსიტეტი უშიშროების საბჭოს აპარატის ,,სტრატეგიული დისკუსიების“ ფარგლებში საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით იმართება. სემინარში - ,,ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა”  სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული დონის, მაღალი რანგის პირები მიიღებენ მონაწილეობას.

სამუშაო სესიის შემდეგ, დისკუსიაში ჩაერთვება საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. შეხვედრაზე მიწვეულები არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატური მისიების ხელმძღვანელები და თავდაცვისა და უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.

,,საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2016 წელს შექმნილი ,,სტრატეგიული დისკუსიის“ მიზანია, შესთავაზოს უსაფრთხოების თემის წარმომადგენლებს იკლუზიური ფორმატი, რომელიც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნისა და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში. მათ შორის, საქართველოს ეროვნული უშიშროების განმტკიცების პროცესში ერთიანი ეროვნული მიდგომებისა და ეროვნული მედეგობის უზრუნველყოფის საკითხზე. შეხვედრა მედიისთვის ღია იქნება და დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება." - იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები