ახალი ამბები
კარალეთში სოფლის წარმომადგენლის ოფისს გაარემონტებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის ადმინისტრაციულ შენობას გაარემონტებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს. 

შენობაზე, სადაც სოფლის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის ოფისია განთავსებული, დაახლოებით 8 ათასი ლარი დაიხარჯება.

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, კარალეთის თემი ერთ-ერთი დიდი სოფელია მუნიციპალიტეტში. მერიაში ამბობენ, რომ მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები