ახალი ამბები
ახალგაზრდები გორში კინოთეატრის გახსნას ითხოვენ
გორის კერძო სკოლა ,,თამარიონში“ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, სადაც უფროსი კლასების მოსწავლეებმა საკუთარ საჭიროებებზე ისაუბრეს. 20-მდე ახალგაზრდა ოთხ ჯგუფად დაიყო და იმ პრობლემების ჩამონათვალი გააკეთეს, რომელთა მოგვარებაც, მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია.

ორ-ორად დაყოფილ გოგონებისა და ვაჟების ჯგუფის წევრებს მუშაობა, უფროსების ჩარევის გარეშე, მოუწიათ და მათი თვალით დანახული საჭიროებები თავადვე გამოკვეთეს. პრეზენტაციისას 3 დადებითი და 3 უარყოფითი ფაქტორი დაასახელეს, რაც მათი აზრით, ახალგაზრდების განვითარებას ხელს უწყობს ან აფერხებს.

მოსწავლეები ქალაქში გასართობი ცენტრების ნაკლებობას განიცდიან და ფიქრობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კინოკულტურას უნდა შეუწყოს ხელი და კინოთეატრის ფუნქციონირება განაახლოს.

აღნიშნული შეხვედრით, შიდა ქართლში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა დასრულდა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ანგარიშის მიმოხილვის საფუძველზე ონლაინ კურსებს შეიმუშავებს კვლევაში მონაწილე ბენეფიციარებისთვის და  ამ პროცესში მათ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გორის უნივერსიტეტში, ხურვალეთის, სკრის და ბერბუკის დევნილთა დასახლებებში ასევე სოფლებში მერეთსა და ტირძნისშიც მოაწყო.





Print

სტატიის გამოყენების პირობები