ახალი ამბები
იანვარში გამყოფ ხაზთან 19 პირი დააკავეს
2018 წლის იანვარში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სამხედროებმა 19 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

ადგილობრივი შს სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება, რომ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ,,სასაზღვრო რეჟიმის" დარღვევის ბრალდებით დაავებული კიდევ ოთხი მოქალაქეა, ოღონდ, რუსეთის სახელმწიფო საზღვართან.

სულ დაკავებულია 23 ადამიანი.

23 დაკავებულიდან 15 პირს ჯარიმა დაეკისრა, სამი - სასამართლო გადაწყვეტილებით გაძევებულ იქნა სამხრეთ ოსეთიდან, სამი პირი ჯარიმის გარეშე გაუშვეს, ხოლო ორს გაფრთხილება მისცეს," - აღნიშნულია დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ადგილობრივ ბიუჯეტში, ჯარიმებიდან 22 ათასი რუბლი შევიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები