ახალი ამბები
მინისტრი საფეხბურთო კლუბ ,,სამაჩაბლოს" საკითხის გარკვევას ფედერაციას აკისრებს
საქართველოს სპორტისა და კულტურის მინისტრი ამბობს, რომ საფებურთო კლუბ ,,სამაჩაბლოს" საკითხი ფედერაციამ უნდა შეისწავლოს. ამის შესახებ მიხეილ გიორგაძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორში ყოფნისას განუცხადა.

მისი თქმით, ასეთ თემები ფეხბურთის ფედერაციის დონეზე იხილება.

საფეხბურთო კლუბი ,,სამაჩაბლო" დაშლის პირასაა. ის 2017 წლის ზაფხულში დაფუძნდა ,,აიპის" სახით. თავდაპირველად, 200-მდე ფეხბურთელი გაწევრიანდა, ამჯერად, 50-მდე ფეხბურთელი დარჩა. საკუთარი სახსრებით ერგნეთის სტადიონი მოაწყეს.

ამ ხნის განმავლობაში გუნდს სპონსორი არ გამოუჩნდა. უფრო მეტიც, გორში სავარჯიშო, ბუნებრივსაფარიანი სტადიონებიც დაუკეტეს. ამ ეტაპზე, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები