ახალი ამბები
ევროკავშირის წარმომადგენლობა გორის მერს ხვდება
საგრანტო კონკურსში გამარჯვების აღსანიშნავად ევროკავშირის წარმომადგენლები გორის მერს სიგელებს გადასცემენ. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

2017 წლის ბოლოს გამოცხადებულ კონკურსში გორის მერიამ, ბოლნისთან და თბილისის მერიასთან ერთად, საპილოტო პროგრამებში გაიმარჯვა.

პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად, რომლის წინაპირობა მერთა შეთანხმების დადება იყო.

გორში ევროკავშირის გრანტით ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორია გაკეთდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები