ახალი ამბები
შიდა ქართლში გასულ თვეს ხე-ტყის უკანონო მოპოვების 35 შემთხვევა გამოავლინეს
2018 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 125 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, ფაქტები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.

ამათგან, შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 35 შემთხვევაა დარეგისტრირებული.

ყველაზე მეტი - 138 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 34 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 44 ფაქტი, გურიაში -13, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 17 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთიში- 19 ფაქტი, ქვემო ქართლის მასშტაბით - 49 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 62 ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 781 მ3-მდე ხე-ტყე.

,,ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 62 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი." - აღნიშნულია პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები