ახალი ამბები
კასპის სოფლები დოესი და თელიანი გაზიფიცირდება
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მიმდინარე წელს, კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: დოესსა და თელიანში გაზიფიცირების სამუშაოებს ჩაატარებს. სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტირებულ სამშენებლო კომპანია ,,შაჰარტთან" ხელშეკრულება უკვე მზადდება.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში, 31 იანვარს ჩატარებული სხდომის ოქმის მიხედვით, ,,შაჰარტმა" შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წარადგინა. სამუშაოებს 1 მლნ 440 ათას ლარად შეასრულებს.

აღნიშნული კომპანია წელსვე შეასრულებს, ასევე, ქვახვრელისა და უფლისციხის გაზიფიცირების სამუშაოებს, რომლის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა.

ოთხივე სოფელი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები