ახალი ამბები
ხაშურის საკრებულოში ,,დამოუკიდებლებმა" და ,,პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა ფრაქცია შექმნეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსი - დამოუკიდებლები" შეიქმნა. 4 წევრისგან შემდგარ გაერთიანებას ,,დამოუკიდებელი" დეპუტატი მიხეილ კაპანაძე ხელმძღვანელობს.

6 თებერვლის სხდომაზე საკითხი ცნობად მიიღეს.

ფრაქციის წევრები არიან: მიხეილ კაპანაძე, ალექსანდრე სვიმონიშვილი, ნოვე ტაბატაძე და აკაკი ჩიტაძე. აქედან, ნოვე ტაბატაძე და მიხეილ კაპანაძე ,,დამოუკიდებლები" არიან, ხოლო ალექსანდრე სვიმონიშვილი და აკაკი ჩიტაძე საკრებულოში ,,პატრიორტთა ალიანსიდან" შევიდნენ.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მიხედვით, 31-წევრიან საკრებულოში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ 21 ადგილი მიიღო,

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“-3,  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“- 2, „ბაქრაძე, უგულავა -ევროპულმა საქართველომ“ - 2, „შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტულმა პარტიამ“- 1, ხოლო დამოუკიდებლად შევიდა 2 დეპუტატი.

მანამდე საკრებულოში 5 ფრაქცია იყო: 

1. ,,ქართული ოცნება"; 2. ,,ქართული ოცნება - კონსერვატორები"; 3. ,,ქართული ოცნება - მრწველები"; 4. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; 5. ,,ევროპული საქართველო - ლეიბორისტები".

ფრაქციის ხელმძღვანელისა და მოადგილის თანამდებობა ანაზღაურებადია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები