ახალი ამბები
ქალაქის განტვირთვის საიდუმლო გეგმა - რა წერია გორის მერიის შიდა მოხმარების დოკუმენტში
გორის მერიაში არსებობს შიდა მოხმარების დოკუმენტი, სადაც ის სამი ძირითადი ღონისძიებაა გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქში სატრანსპორტო მაგისტრალის განტვირთვა, სრულყოფა, ბენზინის დაზოგვა, გამონაბოლქვის შემცირება და ა.შ.

ეს დოკუმენტი 2013 წელს შეიქმნა და აღნიშნულია, რომ მისი განხორციელება 2020 წლამდეა შესაძლებელი.

შიდა მოხმარების დოკუმენტს ჰქვია ,,გორის მუნიციპალიტეტის კლიმატ–კონტროლისა და ენერგიის ხარჯვის რეგულირების სისტემის წინასწარი შესწავლა–შეფასების ტექნიკურ–ეკონომიკური ანგარიში.“  დოკუმენტის მიხედვით, სატრანსპორტო სისტემის სრულყოფილებისათვის, აუცილებელია განხორციელდეს სამი რამ:

1. სტალინის გამზირის მარცხენა განშტოების პირდაპირი გზით დაკავშირება ცხინვალის გზატკეცილთან.

2. წმინდაწყლისა და ლიახვისგაღმა რაიონების დამაკავშირებელი უმოკლესი გზის მშენებლობა და ღონისძიება

4. ავტოსადგურის გადატანა ქალაქის განაპირას





ონისძიება 1

ეს გულისხმობს გზის მშენებლობას, რომელიც სტალინის გამზირის მარცხენა განშტოებას პირდაპირ დააკავშირებს ცხინვალის გზატკეცილთან. სავარაუდოდ, აქ საუბარია მდინარე მტკვრის ხიდიდან პირდაპირ გურამიშვილის ქუჩაზე გასვლის შესახებ.

,,რაც ამოკლებს ქალაქიდან ავტობანზე გასასვლელ გზას დაახლოებით 2 კმ–ით; აღნიშნული გზით სარგებლობს ქალაქში მოძრავი მთელი ტრანსპორტის 10%;“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

სპეციალისტების აზრით, #1 ღონისძიების გატარების შედეგად, შემცირდება ტრანსპორტის საბაზისო მოხმარებიდან, ემისიების რაოდენობა 2%–ით.


ღონისძიება 2

მე-2 ღონისძიება მდგომარეობს წმინდაწყლისა და ლიახვისგაღმა რაიონების დამაკავშირებელი უმოკლესი გზის მშენებლობაში, ამცირებს მანძილს 3–4 კმ–ით. აქ სავარაუდოდ საუბარია მდინარე ლიახვზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ.

დასკვნის მიხედვით, ლიახვისგაღმა კავშირით სარგებლობს ქალაქში მოძრავი ავტოტრანსპორტის 10%;

,,გზის დამოკლებით საწვავის მოხმარება, და შესაბამისად, ემისიები, წელიწადში მცირდება 2.5%–ით“ - აღნიშნულია დოკუმენტში.


ღონისძიება 3

ეს ღონისძიება გულისხმობს საქალაქთაშორისო მიმოსვლის 42 ავტობუსისა და 32 მიკროავტობუსის პარკის მომსახურე ავტოსადგურის გატანას ქალაქის შემოგარენში, რითაც განიმუხტება ქუჩის მოძრაობა და შემცირდება მანძილი, შესაბამისად – საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვი.

,,მოხმარებული საწვავის შემცირება გზის დამოკლების ხარჯზე გამოითვალა საქალაქთაშორისო მანქანების მოძრაობის ტრაექტორიისა, სიგრძისა და რეისების რაოდენობიდან გამომდინარე, 1 კმ–ზე მოხმარებული საწვავის ხარჯის გამოყენებით და იმ დაშვებით, რომ ყოველ რეისზე (გასვლა/შემოსვლა) გზა შემოკლდება დაახლოებით 2 კმ–ით:“ - აღნიშნულია დასკვნაში.

სპეციალისტები თვლიან, რომ წმინდაწყლის ავტოსადგურის ამოქმედების შემდეგ, ზემო მხარის სოფლებთან დაკავშირება მცირდება 2-კმ-ით.


Print

სტატიის გამოყენების პირობები