ახალი ამბები
ბიზნესის წამოსაწყებად დევნილებს ტრენინგებს უტარებენ
დანიის საბჭოს დახმარებით, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს ტრენინგებს უტარებენ. მორიგი შეხვედრა დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

ტრენერი ნინო ჯაფარიძე პროექტების შედგენას, ეფექტური გზების გამოყენებას, განხორციელების საშუალებებსა და, ზოგადად, პროექტის მართვას ასწავლის. თამუნა ბოლქვაძე, პროექტის მენეჯერი ამბობს, რომ შეხვედრების საშუალებით, იკვლევენ ადგილობრივ საჭიროებებს, მოთხოვნილელებს და, შემდეგ, მუშავდება შესაბამისი ბიზნეს-გეგმა.

პროცესში 20-მდე დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები არიან ჩართული. დღეს, უშუალოდ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჩასახლებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები