ახალი ამბები
ევროკავშირმა გორის მერია 164 კონკურსანტს შორის შეარჩია (VIDEO)
ევროკავშირის გრანტის მოსაპოვებლად განაცხადების რაოდენობა 164-ს აღწევდა. აქედან, საბოლოო ეტაპი გორის, ბოლნისისა და თბილისის მერების მიერ წარდგენილმა პროექტებმა გადალახეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ევროკავშირის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

დღეს, გორის მერიაში გრანტის მოპოვების თაობაზე საზეიმო შეხვედრა ევროკავშირის, ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან გაიმართა.

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დელეგაციის წევრებს ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერებინა, სადაც მიღებული გრანტით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. გარდა ამისა, სტუმრებმა  სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებიც მოინახულეს და საკონსერვო ქარხანა „კულას“ საამქროში პროდუქციის წარმოების პროცეს დაესწრნენ.

ევროკავშირის ახალი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ლიდერის პიტერ კორსბის განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებასა და თანხების შემოდინებას, რაც აისახება ეკონომიკური ზრდაზე.



ოფიციალური ვიზიტი თბილისში გაგრძელდა, სადაც გორის მერმა ლომჭააბუკის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციის შესახებ ვიდეოპრეზენტაცია წარადგინა. მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, გრანტის მიმღებ მუნიციპალიტეტებს სამახსოვრო სიმბოლოები ევროკავშირის წარმოამდგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ გადასცა.

ვროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გორის მერიამ 1 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი, დამატებით 300 000 ლარი, თანადაფინანსების სახით, გამოიყოფა. ჯამში პროექტის ღირებულება 2 მილიონ 100 ათას ლარს აღწევს.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, დაფინანსებული პროექტი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა შეიმუშავა.

პროექტის ფარგლებში მოხდება ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია, განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა. საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, 4 500 მეტრი სიგრძის ველობილიკი (ველო გაქირავების ადგილები), ველო პარკინგის 5 სივრცე, 4 საზოგადოებრივი საპირფარეშო." - აღნიშნავს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ნათია მდინარიძე.

პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები