ახალი ამბები
კასპში ქეჩარუხის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელს მოაწესრიგებენ
ქალაქ კასპში ე.წ ქეჩარუხის დასახლებაში კანალიზაციის ცენტრალურ მაგისტრალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის გამგეობიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, კანალიზაცია ოთხ ქუჩაზე მოწესრიგდება, ესენია: ლესელიძის, მეტეხის, ქვათახევისა და სამების ქუჩები.

გარდა ცენტრალური მაგისტრალისა, სამების, ქვათახევის და მეტეხის ქუჩების გადაკვეთაზე ქსელი შეიცვლება. 

სულ ჯამში 445 000 ლარი დაიხარჯება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები