ახალი ამბები
გორის მერიაში საპრემიო-სადანამატო თანხა ხელფასებში ასახეს
გორის მერის ხელფასი 3200 ლარია. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. დეპუტატების უმრავლესობამ აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარდგენილი წინადადება მოიწონა.

საქმე ეხება საშტატო ნუსხაში ცვლილელების შეტანას. ცვლილებები, როგორც მერიის, ასევე, საკრებულოს საშტატო ნუსხაში
შედის.

მას შემდეგ, რაც პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის საპრემიო თანხის გაცემა შეიზღუდა, სახელფასო ფონდის თანხები მუნიციპალიტეტებმა შრომის ანაზღაურებისკენ მიმართეს.

2018 წლამდე პრემიის გაცემა წელიწადში 7-ჯერ შეეძლოთ.

 

Print