ახალი ამბები
თივით დატვირთულ მანქანაზე სამშენებლო ფიცრები იპოვეს
ახალციხის გზაზე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა თივაში დამალული ფიცრები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ძარაზე განთავსებული იყო 13,2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი.

,,ავტომანქანის ძარაზე ვიზალური დათვალიერებით, ე.წ. თივის პრესები იყო განთავსებული. საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 13.2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი აღმოაჩინეს." - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები