გორის მერის მოადგილემ ალექსი მარიამიძემ თანამდებობა დატოვა. ამის
შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თავადვე განუცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ, მერს კოტე თავზარაშვილს გუშინ,
8 თებერვალს აცნობა. კოტე თავზარაშვილმა განცხადება დააკმაყოფილა.
,,ბატონ კოტესთან გუშინ საღამოს ამ საკითხზე კონსულტაციები მქონდა. ეს
გადაწყვეტილება არანაირად უკავშირდება რაიმე სახის დაპირისპირებას.
სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ" - აცხადებს ალექსი
მარიამიძე.
ვინ იქნება შემცვლელი, ჯერჯერობით, უცნობია.
გორის მერს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს: ეკატერინე სუხიშვილი და გელა
კაპანაძე.
ალექსი მარიამიძე ყოფილი მოსამართლეა, ის თანამდებობიდან 2004 წელს
გაათავისუფლეს, მის საქმეს სტრასბურგის სასამართლო იხილავს. 2012 წლის
საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, შიდა
ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა თვითმმართველობებთან
ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. ალექსი მარიამიძე
ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიაში გუბერნატორის ინტერესებს იცავდა და
ტელეკომპანია ,,თრიალეთს" საქმე მოუგო.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გორის მერის მოადგილე
გახდა.
სტატიის გამოყენების პირობები