ახალი ამბები
გორის რესტორნებსა და სასტუმროებში ხელფასის ოდენობა საშუალოდ 122 ლარია
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გორის რესტორნებსა და სასტუმროებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, საშუალოდ, 122 ლარია.

ამის შესახებ სააგენტოს მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. ამავე მონაცემების მიხედვით, ამ სფეროში სულ რეგიონიდან 498 ადამიანია დაქირავებული.

ადგილობრივ სასტუმროებსა და რესტორნებში წლიური ბრუნვა 10 მლნ ლარია.

სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ მონაცემები შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, შეაჯამა. ინვესტიციების გრაფაში წერია, რომ ამ კუთხით, 2014-2016 წლებში არაფერი განხორციელებულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები