ახალი ამბები
გორის მაღაზია, რომელსაც ფინანსური კრიზისი აქვს, დააყაჩაღეს
დღეს, გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე მდებარე მაღაზია დააყაჩაღეს. გამოძიების ვერსიით, დანაშაულში ერთი პირი მონაწილეობდა.

ე.წ. გრძელას მაღაზია ცენტრალურ სკვერთან მდებარეობს. კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები ანაბეჭდებს იღებენ.

მომხდარის შესახებ, კომენტარს არც პოლიცია და არც მაღაზიის თანამშრომლები აკეთებენ. გამოძიება 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 4-დან 9-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აღნიშნული მუხლი სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას გულისხმობს.

თვეზე მეტია მაღაზიას ფინანსური კრიზისი აქვს, დახლების ნახევარი ცარიელია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები