ახალი ამბები
მაღაზიის დაყაჩაღების დროს ,,ნისიების რვეული" არ წაუღიათ (PHOTO)
გორის ცენტრალურ ქუჩაზე დაყაჩაღებულ მაღაზიაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამის ამსახველი ფოტოები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრობლები ანაბეჭდებს იღებენ კარებიდან, სალარო აპარატიდან და კონსულტანტის მაგიდიდან.

პოლიციის თანამშრომლები სოსო საური იცინოდა, რომ დამყაჩაღებული ცარიელ მაღაზიაში შევიდა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს სხვისი ნივთის დაუფლების მიზნით.

წაღებულია თუ არა ფული, ამის შესახებ პოლიციელები კომენტარს არ აკეთებენ. მაღაზიის წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან.





Print

სტატიის გამოყენების პირობები