ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა მეოთხედ შეიცვლება
თვითმმართველი თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა კვლავ შეიცვლება. ამის შესახებ, საკრებულომ კონკურსი 9 თებერვალს გამოაცხადა.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტმა პირველი დროშა და გერბი 2010 წელს მიიღო. 2014 წელს, მუნიციპალიტეტის ორად გაყოფის შემდეგ, თემსა და ქალაქს საკუთარი სიმბოლოები დაჭირდა. 2017 წლის თვითმმართველობის ახალი არჩევნების შემდეგ, ქალაქი და თემი კვლავ გაერთიანდა.

გაერთიანებულ მუნციპალიტეტს კი, ახალი სიმბოლოები ჭირდება.

ჰერალდის სახელმწიფო საბჭოს ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოებში გამოსახულ ფიგურებისა და წითელი ფერის გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც ქართლის რეგიონი სიმბოლურად ფიქსირდება წითელი ფერით.

ამავე დროს, გერბის "ფერებით" - წითლით, ლურჯით, ოქროთი და ვერცხლით სიმბოლურად გორის მოქალაქეთა მამაცობა და დიდსულოვნება, ღირსება და მამულის ერთგულება, ძლევამოსილება და სიბრძნე გადმოიცემა. ძლიერების ემბლემა ოქროს მთა ზემოთ მოთავსებული ოქროს ჯვრით ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლზე და სალოცავზე (აგრეთვე, გორის რაიონის ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტზე) - გორიჯვარზე მიუთითებს.

ქვემოთ იხ. იმ გერბებისა და დროშების ფოტოები, რომლებიც 2010 წლიდან დღემდე დაამზადეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები