ახალი ამბები
გორის მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. პოლიციელებმა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სათვალთვალო კამერების მეშვეობით დაადგინეს.

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული გორის რაიონის ერთ-ერთ სოფლის მკვიდრია და 21 წლისაა.

მაღაზიის ადმინისტრაციის თანამშრომლების განცხადებით, წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა და მობილური ტელეფონი. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც თბილისისკენ, ტრანსპორტით აპირებდა წასვლას.

შეგახსენებთ, გუშინ, დღის 2 საათზე, მაღაზია ,,ბუმი" დააყაჩაღეს. ნიღბიანი პიროვნება სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა. დააჩაღების დროს მაღაზიაში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.

სუპერმარკეტი სტალინის გამზირზე, სკვერთან მდებარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები