ახალი ამბები
ტენდერების ჩრდილოვანი ინტერესები მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში
2016 წელს, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის რეიტინგში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან უკრაინამ საუკეთესო შედეგი აჩვენა და მაქსიმალური 64-დან 55.22 ქულა დააგროვა; მას ფეხდაფეხ მიჰყვა საქართველო 53.13 ქულით, ხოლო მოლდოვამ 47.53 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

ეს ინფორმაცია ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ჟურნალისტების ერთობლივად მომზადებულ მასალაშია მოცემული.

მასალის მიხედვით, 2010 წელს, საქართველომ ტენდერების ჩატარების „შუშის კედლის“ მეთოდი შემოიღო, რომლის შედეგად სახელმწიფო შესყიდვების ე.წ. „ქაღალდის ტენდერების“ სისტემის რეფორმირება მოხდა, რაც კორუმპირებულ და არაეფექტიან საშუალებად ითვლებოდა.

უკრაინამ ე.წ. ProZorro (ანუ „ყველა ყველაფერს ხედავს“) სისტემაზე გადასვლა 2014 წელს, ევრომაიდნის მოვლენების შემდეგ დაიწყო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის წარმატებულ მოდელად იქცა.

მოლდოვას რესპუბლიკა, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ და გამჭვირვალე სისტემაზე 2018 წელს, შესაძლოა ეტაპობრივად გადავიდეს, თუმცა ამჟამად, ქვეყანაში ტენდერების ჩატარების სისტემა ბუნდოვან პრაქტიკას უკავშირდება.

იხ. უფრო ვრცლად:

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები