ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტს მურმან ჯინორია და ლაშა ღლონტი ესტუმრებიან
14 თებერვალს სიყვარულის დღესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტში პოეზიის და მუსიკის საღამო გაიმართება.

ინფორმაციას ამის შეახებ გორის უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრსსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საღამოზე, სადაც დასწრება თავისუფალია, მონაწილეობას მსახიობი მურმან ჯინორია და მომღერალი ლაშა ღლონტი მიიღებენ.

ლაშა ღლონტს, მურმან ჯონორიასთან შესრულებული აქვს დუეტი „მაინც მოდის აპრილი“, რომელიც „ოქროს ტალღის“ ნომინანტი იყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები