ახალი ამბები
გენადი ბესტაევი, რომელიც ცხინვალში ცოლ-შვილის სანახავად გადავიდა, მეოთხედ დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი, გენადი ბესტაევი 9 თებერვალს მეოთხედ დააკავეს. ამის გამო, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

მანამდე ის, ჯერ პირველად 2017 წლის მაისში, შემდეგ ზაფხულში, მესამედ კი, - 31 ოქტომბერს დააკავეს.

ბესტაევს ცხინვალში ცოლ-შვილი ჰყავს და, დაკავებების დროს, იგი სწორედ მათ სანახავად მიდიოდა. ბესატაევის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი 2017 წლის ნოემბერში მომზადა.

მან 2003-2017 წლებში, მკვლელობის ბრალდებით, სასჯელი თბილისის ციხეში მოიხადა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ზარდიანთკარში საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდა. მისი ბინა, ოსურ სოფელ ხელჩუას მიჯნაზე, ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის, მდებარეობს. ნაკვეთზე და სახლზე გადის გამყოფი ხაზი.

როგორ აღმოჩნდნენ მისი ტყვიაველი მეუღლე და შვილები ცხინვალში, იხილეთ 2017 წლის ნოემბერში მომზადებული სიუჟეტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები