ახალი ამბები
სტალინის ქუჩაზე მამაკაცი იპოვეს, რომელსაც სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება
ამ წუთებში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სტალინის გამზირზე იმყოფებიან.

112-ზე შესული შეტყობინების მიხედვით, ქუჩაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იწვა

ვინაობა პირადობის მოწმობის მიხედვით დაადგინეს. ის 30-წლის ასაკისაა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის შეჯახების ფაქტი ამ ეტაპზე ვერ დგინდება, რადგან მანქანის რაიმე ნაწილი გზაზე არ აღმოჩნდა. მამაკაცი სისხლისგან იცვლებოდა და ამის გამო სავარაუდოდ სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები