ახალი ამბები
დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმებმა განუცხადეს.

მათი განცხადებით, დაზარალებულს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება და სამედიცინო პერსონალი ოპერაცია წარმატებით ჩაატარა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს წუხელ ჰოსპიტალში განუცხადეს, რომ სამი ჭრილობა სავარაუდოდ დანისგან მიაყენეს.

30-წლის ასაკის მამაკაცი წუხელ სტალინის გამზირზე დაჭრეს. პოლიციამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები