ახალი ამბები
ცხინვალში 39-წლის მამაკაცი დაჭრეს - მილიცია დამნაშავეს ეძებს
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 39-წლის მამაკაცი წუხელ დაჭრეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს თანამშრომლები დამნაშავეს ეძებენ.

ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს. სააგენტოების ცნობით, საავადმყოფოში მიყვანილი მამაკაცი ცხინვალის მკვიდრია.

დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებს, რომ დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც დანით თავისსავე ნაცნობს ჭრილობა მიაყენა.

,,ისინი სოფელ ნოგყაუში სუფრაზე ერთად იმყოფებოდნენ, იყვნენ ნასვამები და ჩხუბიც მაშინ მოუვიდათ." - აღნიშნავს მილიციის პრეს-სამსახური.
Print

სტატიის გამოყენების პირობები