ახალი ამბები
გორში შინდისის გზატკეცილზე მანქანა გოგონებს დაეჯახა
დღეს, გორში, ავტომანქანა სამ გოგონას დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ შინდისის გზატკეცილზე მოხდა.

სამივე 13-წლისაა და სკოლის მოსწავლეები, თანაკლასელები არიან. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით, გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,გორმედის" წარმომადგენლის ცნობით, გოგონებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ და სიცოცხლისთვის საშიში არაა.

შს სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მძღოლის ვინაობის დასადგენად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები