ახალი ამბები
მურმან ჯინორია და ლაშა ღლონტი გორის უნივერსიტეტს ესტუმრნენ
დღეს, 14 თებერვალს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, პოეზიისა და მუსიკის საღამო გაიმართა.

გორის უნივერსიტეტს ეწვივნენ მსახიობი, ლიტერატურული პრემია "საგურამოსა" და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურიატი, მურმან ჯინორია და ქართული ესტრადის მომღერალი, ლაშა ღლონტი.

მურმან ჯინორიამ წაიკითხა ლექსები გალაკტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, შოთა ნიშნიანიძის, მურმან ლებანიძისა და ტიციან ტაბიძის შემოქმედებიდან.

ლაშა ღლონტმა ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე შექმნილი სიმღერა (კომპოზიტორი მამუკა ჩარკვიანი) „პატარა ირმას“, პირველად გორის უნივერსიტეტში შეასრულა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები