ახალი ამბები
დე-ფაქტო რესპუბლიკის ,,კგბ"-მ ქართველი და რუსი მოქალაქეები დააკავა
29-წლის ჯონი კვიჟინაძე და 32-წლის ელვირა ფისტინა ცხინვალის რაიონის სოფელ ფრისთან დააკავეს. დასახლება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცს ემიჯნება.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი (კგბ) ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, ორივეს რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო პასპორტი აღმოაჩნდა და ცხინვალის ტერიტორიის გავლით, ისინი გამყოფი ხაზის გადაკვეთას ცდილობდნენ.

ჯონი კვიჟინაძე ქარელის რაიონის სოფელ ზემო ხვედურეთიდანაა, ხოლო ელვირა ფისტინა პერმის ოლქიდან. ,,გამოძიებამ დაადგინა, რომ პერმის ოლქში ელვინა ფისტინას წინააღმდეგ საქმე აღძრულია ,,მითვისება-გაფლანგვის" მუხლით და გაუსვლელობის ხელწერილით სარგებლობდა. ჯონი კვიჟინაძის დახმარებით, ცდილობდა თავი შეეფარებინა საქართველოში" - აღნიშნავს ,,კგბ"-ს წარმომადგენელი.

ჯონი კვიჟინაძე და ელვირა ფისტინა ჩრდილოეთის ოსეთში დააბრუნეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები