ახალი ამბები
ვლადიკავკაზში ,,სამხრეთ ოსეთის"-ნომრიან მანქანების მძღოლებს მასიურად აჯარიმებენ
ჩრდილოეთ ოსეთში დაჯარიმებულ მძღოლთა 30%-ი დე-ფაქტო რესპუბლიკაში რეგისტირებულ მანქანებს ფლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიკავკაზიის ტელევიზია ,,ოსეტია" ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის მტკიცებით, ,,სამხრეთ ოსეთის" ნომრიან მანქანებს მინები დაბურული აქვს, რომლის გამოყენება ჩრდილოეთ ოსეთში აკრძალულია.

ჩრდილოეთის ოსეთის დედაქალაქის, ვლადიკავკაზის საგზაო ინსპექცია აპირებს ამ მიმართულებით მუშაობის გამკაცრებას, რადგან სათვალთვალო კამერები დაბურულ მინიან მანქანებს ვერ აფიქსირებს.

ინსპექტორების განმარტებით, დამრღვევი მძღოლების გამოვლენის ტვირთი, მთლიანად, საგზაო ინსპექციის თანამშრომლებზე გადადის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები