ახალი ამბები
ქარელში ქაღალდის ნარჩენები გადასამუშავებლად მერიის შენობაში დასაწყობდება
ქარელში, სახელმწიფო და თვითმმართველმა ორგანიზაციებმა, ქაღალდის სეპარირების დანერგვა დაიწყო. ამის თაობაზე დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეხვედრა გამართა.

მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა საგანგებოდ მოწვეულ თათბირზე, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს გააცნო. განუცხადა.

ქარელის მუნიციპალიტეტმა ,,ნარჩენების მართვის კოდექსის'' მე-13 მუხლის შესაბამისად 2018 -2022 წლებისათვის მოამზდაა ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა, რომელიც შეესაბამება ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას.

გეგმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (ნინოშვილის ქ. N3 ) ფართი გამოიყო, სადაც დასაწყობდება ქაღალდის ნარჩენები.

მერმა მოუწოდა ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, დანერგონ ქაღალდის სეპარირებულად შეგროვების პრაქტიკა, ქაღალდს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN- ს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტიდან კომპანია Tissue Paper გაიტანს.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN) ქარელის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს, რომლის სახელწოდებაა ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში’’. ფინანსურ მხარდაჭერას აშშ-ს საერთასორისო განვითარების სააგენტო უწევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები