ახალი ამბები
გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა
შიდა ქართლის გუბერნატორის ხელფასი დარიცხვით, თებერვლიდან, 5900 ლარი გახდა. მანამდე, კახა სამხარაძის შრომის ანაზღაურება 2 950 ლარი იყო.

გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 29 იანვარს მიიღო. ცვლილებები, სხვა მხარეების რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხო.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია აღნიშნული ინფორმაცია და გაირკვა, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში, ხელფასები საკმაოდ გაეზარდათ მოადგილეებს. შიდა ქართლის გუბერნატორს ოთხი მოადგილე ჰყავს.

რაც შეეხება სხვა სხვა თანამშრომლებს, მათი შრომის ანაზღაურება ზოგს მინიმალურად (მაგალითად, 20 ლარით), ზოგს კი, საერთოდ არ მომატებია. სამსახურის უფროსებს კი, პირიქით, 50 ლარი მოაკლდათ.

ასე მაგალითად:
Print

სტატიის გამოყენების პირობები