ახალი ამბები
ბუნებრივი აირის ნამწვით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის თემში, ბებია და შვილიშვილი CO-თი მოიწალმნენ. ბუნებრივი აირის ნამწვი ოთახში დაგროვდა.

ოთახში მავნე აირის დაგროვების მიზეზად, ოჯახის წევრები ქარიან ამინდს უკავშირებენ და გაზქურის გაუმართაობას გამორიცხავენ. მათი აზრით, აღმოსავლეთის ძლიერმა ქარმა მილში CO არ გაუშვა. სახლში იმ პერიოდში მხოლოდ ბებია (70-წლამდე ასაკის) და შვილიშვილი (2002 წელს დაბადებული) იმყოფებოდნენ.

შემთხვევა დაახლოებით 18 საათზე მოხდა. სოფელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ბრიგადის ექიმებმა ისინი, ინტოქსიკაციის ნიშნებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,გორმედის“ ექიმებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ პაციენტების მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

მოკვლევას გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლები აწარმოებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები