ახალი ამბები
აბისის ციხე-დარბაზი და საკალმახე ავზები გალავნის შიგნით
სოფელში მახვილაძეები აღარ ცხოვრობენ. ციხე-დარბაზი კი, სწორედ, მათი აშენებულია. ადგილობრივები ამ გვარის ოჯახების არსებობას დღეს ვერ იხსენებენ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში ერეკლეს დროინდელი ძეგლი, თითქმის, მთლიანად დანგრეული იყო. 2014 წლიდან, მისი აღდგენა დაიწყო. ძეგლთა დაცვის სააგენტო ირწმუნება, რომ ციხე-დარბაზის აღდგენა მათი სახსრებით მოხერხდა.

მას შემდეგ, ციხე-დარბაზის გვერდით, კელიების ასაშენებლად საძირკვლები გაჩნდა. ციხე - დარბაზის გარშემო დაახლოებით 350 მ სიგრძის ბეტონის კედელი შემოავლეს. ამჟამად, გალავნის ჭიშკრები დაკეტილია.

ადგილობრივებმა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ჯერ კიდევ 2 წლის წინ მიმართეს და სამუშაოები გააპროტესტეს. განცხადების საფუძველზე ინსპექტირების ჯგუფი გამოგზავნეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები