ახალი ამბები
გორში ნაძვის ხეებს ყოფილი ვიცე-მერის კომპანია ჭრის
დღეს, წმინდაწყალზე ნაძვების ჭრა დაიწყეს. ვიდეო ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაიღო. ფაქტი შპს ,,სამება +"-ის ტერიტორიაზეა დაფიქსირებული, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სამშენებლო კომპანიას წარმოადგენს.

ამ კომპანიის 50%-ის წილის მფლობელია გიორგი რაზმაძე. ის 2014 წლიდან 2017 წლის ნოემბრამდე გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის მოადგილე იყო.

კომპანია ,,სამება +"-ი დაარსდა 2017 წლის 1 თებერვალს. აღნიშნულმა კომპანიამ მიწის ნაკვეთი კერძო პირისგან 2017 წლის მაისში შეიძინა. მას შემდეგ, რაც გიორგი რაზმაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თანამდებობიდან წავიდა, 16 ნოემბრიდან ამ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი გახდა.

კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს განუცხადეს, რომ ხეების მოჭრის თაობაზე, შესაბამისი ნებართვა მიღებული აქვთ.

გიორგი (გოგა) რაზმაძე არის სურსათის სადისტრიბუციო კომპანიის, საცხობისა და პესტიციდების მაღაზიების პარტნიორ-დამფუძნებელი. 2014-2016 წლებში მისი შემოსავალი, ბიზნეს საქმიანობიდან იყო 140 452 ლარი

იხ. მობილურით გადაღებული ვიდეო



Print

სტატიის გამოყენების პირობები