ახალი ამბები
გორში ხარებას ეკლესიაში ხელყუმბარა წერილთან ერთად იპოვეს
ქალაქ გორში, წერეთლის გამზირზე მდებარე ეკლესიაში ხელყუბარა იპოვეს. ამის გამო შს სამინისტროს თანამშრომლები გამოიძახეს.

ხელყუმბარასთან ერთად ხატების ოთახის გვერდით წერილიც ნახეს.

წერილში მოქალაქე შენდობას ითხოვს. შინაარსის მიხედვით, იგი ღმერთს მიმართავს, რომ შეუნდოს ცოდვები, რაც ცხოვრების განმავლობაში ჩაუდენია.

ორივე ნივთი სტიქაროსანმა დღეს დილით იპოვა და მაშინვე პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები.

ეკლესიაში გორის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრიაც მივიდა. მან განაცხადა, რომ პიროვნებას ხელყუმბარა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდიდან ჰქონდა. „წერილში მამაოების მისამართით იყო თხოვნა, რომ ხელყუმბარა სამართალდამცველებისთვის გადაგვეცა”,- განაცხადა მეუფემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები