ახალი ამბები
გორის თეატრში ,,ექვთიმე ღვთისკაცის" ჩვენებას შემოქმედებითი კოლექტივი დაესწრება
19 და 20 თებერვალს გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრში ამ დროისთვის ერთ ერთი ყველაზე გახმაურებული და რეიტინული ფილმის ჩვენება გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის თეატრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, შემოქმედებითი კოლექტივი და მსახიობები დღეს, 19 თებერვალს 7 საათიან სეანსს დაესწრებიან და ინტერესის შემთხვევაში უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხვებს.

მხატვრულ დოკუმენტური ფილმი "ექვთიმე ღვთისკაცი" ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.

ის ისტორიული სინამდვილის მიხედვითაა გადაღებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები