ახალი ამბები
,,გორმედი" ახალ საავადმყოფოს ,,ხაშურმედს" აშენებს
გორის სამედიცინო ცენტრი ,,გორმედი" ხაშურში ახალ საავადმყოფოს აშენებს. სამედიცინო ცენტრს ,,ხაშურმედი" დაერქმევა.

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ საავადმყოფოთა ქსელის მომსახურების სფერო, მთლიანად, აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით, გავრცელდება.

,,გორმედი“ მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა სალიცენზიო და სანებართვო პირობის დაკმაყოფილებით, რამდენიმე ტიპის სამსახური მოქმედებს. მულტიპროფილურ განვითარებამდე კი, შ.პ.ს. ,,გორმედმა“ თითქმის შვიდწლიანი გზა გამოიარა.

სამედიცინო ცენტრი 2011 წელს შეიქმნა. დაფუძნდა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო, რომლის საქმიანობა მთლიანად სამედიცინო სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები