ახალი ამბები
70-მდე გორელი თინეიჯერი ,,hip hop"-ის მიმდევარია
მუსიკისა და ცეკვის სტუდია ,,იბერიაში" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ,,ჰიპ ჰოპია". ჯგუფში უკვე 70-მდე თინეიჯერია გაწევრიანებული. 

სტუდიაში ამ მიმართულების სულის ჩამდგმელი ქეთი თაყაძეა, იგივე კატწი. კონცერტებზე მის გამოჩენას ყოველთვის ოვაციები ახლავს. კატწი ამბობს, რომ ცალკე ჯგუფი მოზრდილთათვისაც გაიხსნება.

,,ჰიპ-ჰოპი" დღეს თინეიჯერთა ყველაზე საყვარელი ცეკვაა, ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით, ის წარმოიშვა ბრეიკ დანსის დაშლის შედეგად. ბრეიკში ის როგორც საცეკვაო სტილი, „ვარსკვლავის“ სახელწოდებით შედიოდა.

ჰიპ-ჰოპის განვითარებამ თვითონ ცეკვაში შექმნა უამრავი მიმართულება, როგორიცაა: ჰაუსი, პოპინგი, ლოკინგი, კრამპი, ტექტონიკი, რეგაე, ხასტლი და სხვა, დაახლოებით 12 მიმართულება.

მისი მოძრაობების შესრულება საკმაოდ დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს მოცეკვავისგან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები