ახალი ამბები
ნიქოზში ახალგაზრდა პოეტის პოეზიის საღამო გაიმართა
ვატო კანდელაკმა პირველი ლექსი მაშინ დაწერა, როდესაც მეოთხე კლასში იყო. ის ომში მებრძოლ ადამიანებს მიუძღვნა და შესაფასებლად მშობლებს გააცნო.

მშობლებს მოეწონათ ტექსტი, თუმცა არ დაიჯერეს, რომ მისი ავტორი მათი შვილი იყო. გულნატკენმა მოზარდმა ლექსების წერა შეწყვიტა.

ორი წლის შემდეგ, თანატოლებმა შეამჩნიეს, რომ ვატომ ფეისბუქზე ლექსების გამოქვეყნება დაიწყო. ამჯერად, ეს ლექსები სიყვარულს ეძღვნებოდა. ნიქოზის ახალგაზრდული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ქეთი თედეევმა გადაწყვიტა, რომ ვატო კანდელაკისთვის შეხვედრა მოეწყოთ.

დღეს, ამ საღამოს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ესწრებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები