ახალი ამბები
გუბერნატორს სამი PR მენეჯერი ემსახურება
შიდა ქართლის გუბერნატორს ერთის ნაცვლად სამი პიარ მენეჯერი ემსახურება.

ამის შესახებ იმ დოკუმენტებით გახდა ცნობილი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოითხოვა.

დოკუმენტების მიხედვით, გუბერნატორს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ეხმარებიან: მედია კინსულტანტი; მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.

მათი ჯამური ხელფასი თვეში 2100 ლარია.

მედია ანონსებს (სამინისტროების წარმომადგენლების ვიზიტების შესახებ) პრესრელიზებს უმცროსი სპეციალისტი ავრცელებს, ხოლო უფროსი სპეციალისტის მოვალეობაში გუბერნატორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, პრეს-რეალიზების ლინკების გაგზავნა შედის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები