ახალი ამბები
გუბერნატორის ადმინისტრაციაში მე-4 მოადგილის შტატი არ გაუქმებულა
დღეს, შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ოქრომელიძე ფინანსთა სამინისტროში აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ დღეიდან მეოთხე მოადგილის შტატი გაუქმდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

კერძოდ, საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ, 2018 წლის 29 იანვარს გამოცემული განკარგულების მიხედვით, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ოთხი მოადგილის შტატია დამტკიცებული.

ეს დადგენილება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.

1-ლი მოადგილის ხელფასის ოდენობა 3600 ლარია, მეორე მოადგილის - 3 500 ლარი; ხოლო მესამე და მეოთხე მოადგილეების ხელფასის ოდენობა 2300 ლარითაა განსაზღვრული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები