ახალი ამბები
დაკიდული ხიდი 2017 წლის ბოლომდე უნდა გარემონტებულიყო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების, ფცასა და ბერძენაულს შორის დამაკავშირებელი დაკიდული ხიდი, კვლავ, სარემონტოა. ამის ამსახველი ფოტოები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა 20 თებერვალს გადაიღო.

ჯერ კიდევ, თვითმმართველობის არჩევნებამდე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი ამბობდა, რომ ხიდის რეაბილიტაცია 2017 წლის ბოლომდე დასრულდებოდა.

ეს განცხადება ქარელის ყოფილმა გამგებელმა და, ამჟამად, მერმა ინტერვიუშიც განაცხადა.

ტენდერი ორჯერაა გამოცხადებული, თავდაპირველად, 2017 წლის დეკემბერში, თუმცა, არ შედგა. ამჟამად, მერია მეორე ტენდერში მუშაობს. ხიდის სარეაბილიტაციოდ 30 000 ლარია გათვალისწინებული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები