ახალი ამბები
,,შატო ატენის" საექსპორტო ღვინოები ამერიკაში უკვე გაიგზავნა
ატენიდან ღვინოები საექსპორტოდ ამერიკაში უკვე გაიგზავნა.

,,შატო ატენის" მფლობელი სოსო ვანიშვილი ამბობს, რომ წელიწადნახევრიანმა მცდელობამ შედეგი გამოიღო.

ღვინის პირველი პარტია სატვირთო მანქანებში უკვე დატვირთეს და პორტისკენ გაგზავნეს. ექსპორტზე ,,ხიდისთური", ,,ატენური", ,,ჩინური" და ,,თავკვერია" წარდგენილი.

სოსო ვანიშვილმა ,,შატო ატენი" 2016 წელს დაარსა. ვენახი კი, 2010 წლიდან გააშენა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები