ახალი ამბები
გორში იანვარში ჩუტყვავილას 68 შემთხვევა დაფიქსირდა
მიმდინარე წლის იანვარში გორში, ჩუტყვავილათი დაავადების 68 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემოლოგმა ნელი ამბოკაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, თებერვლის მონაცემები მუშავდება და ის, იანვართან შედარებით, მაღალი იქნება.

გასულ, 2017 წელს, გორის მუნიციპალიტეტში, სულ 200 შემთხვევაა გამოვლენილი,
აქ
ედან 89 ქალაქში, ხოლო 111 შემთხვევა რაიონში.

ცენტრის მონაცემებით, დაავადების მატარებელი ძირითადად 1-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

2017 წელი, ქალაქი - 89

1 წლამდე - 0 შემთხვევა
1-4 წლამდე - 27 შემთხვევა
4-14 წლამდე - 36 შემთხვევა
15-19 წლამდე - 15 შემთხვევა
20-29 წლამდე - 8 შემთხვევა
30-39 წლამდე - 3 შემთხვევა

2017 წელი, რაიონი - 111

1 წლამდე - 2 შემთხვევა
1-4 წლამდე - 38 შემთხვევა
4-14 წლამდე - 36 შემთხვევა
15-19 წლამდე - 16 შემთხვევა
20-29 წლამდე - 11 შემთხვევა
30-39 წლამდე - 8 შემთხვევა

შემოდგომაზე და ზამთარში ჩუტყვავილა ხშირდება. მისი გამომწვევი ადამიანის ჰერპესვირუსია. აცივებისას იმუნური სისტემა სუსტდება და ვირუსი ადვილად იჭრება ორგანიზმში. ის თავდაპირველად ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანზე მრავლდება, მერე კი ლიმფის მეშვეობით შინაგან ორგანოებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადაინაცვლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები