ახალი ამბები
ხაშურიდან ზოოპარკის სანახავად გამოპარული ბავშვი პატრულმა მშობლებს დაუბრუნა
10 წლის ხაშურელი გიორგი ნოზაძე პატრულის თანამშრომლებმა თბილისში დაკარგული იპოვეს. როგორც ირკვევა, ბიჭუნა, რომელიც ხაშურში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, დიდი ხანია ზოოპარკის ნახვაზე ოცნებობდა და გუშინ სახლიდან დაუკითხავად გამოიპარა, მატარებელს გამოჰყვა და თბილისში ჩავიდა.

ინფორმაციას palitravideo.ge ავრცელებს.

ბავშვს გზად დააღამდა და სრულიად უცხო ქალაქში მარტო აღმოჩნდა. რკინიგზის სადგურიდან აღმაშენებლის გამზირისკენ მარტო მიმავალი პატრულის ეკიპაჟმა შეამჩნია და გაესაუბრა.

იხ. მასალა


"დაუკითხავად წამოვედი" - ხაშურიდან ზოოპარკის სანახავად გამოპარული ბავშვი პატრულმა მშობლებს დაუბრუნა

ონლაინ ტელევიზია, ვიდეო ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება, კულტურა, შოუბიზნესი, სიახლეები, ვიდეოგაკვეთილი, კურიოზი, გადაცემები პალიტრა TV, რადიო პალიტრა

Print

სტატიის გამოყენების პირობები