ახალი ამბები
საპატრულო პოლიციელები ახალ სამხრე კამერებს დაიყენებენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საპატრულო პოლიციისათვის განკუთვნილ სამხრე კამერების სიტემას განაახლებენ.

სამინისტროს განცხადებით, დეპარტამენტი, ამჟამად, სარგებლობს ჩინური წარმოების AEE ბრენდის სამხრე ვიდეო კამერებით. დღეის მდგომარეობით, მოძველებულია და ხშირია ჩაწერილი ფაილების ტექნიკური წუნი, რის გამოც რიგ შემთხვევებში ვერ ხდება საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერის მოძიება და შესწავლა.

ამასთან, კამერის ელემენტების მარგი ქმედების კოეფციენტი მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული, შესაბამისად ვიდეოს ჩანაწერის მაქსიმალური ხანგრძლიობა აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

საპატრულო პოლიციაში ამჟამად არსებულ კამერებს მე-5 წელია იყენებენ.

თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამის, 2280 ცალ პერსონალურ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერას 5 მლნ 80 ათასი ლარის ფარგლებში შეიძენენ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები