ახალი ამბები
ტინისხიდში სამედიცინო გამოკვლევები აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მოსახლეობისთვის უფასოდ სამედიცინო გამოკვლევები ტარდება.  სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში ამჟამად აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

აქციაში ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობაცა ჩართული. ისინი ტინისხიდში ტერიტორიულ თემში ცხოვრობენ. არიან ასევე სოფელ ლევიტანადაც, ტანას ხეობიდან.

აზერბაიჯანის ელჩის, შიდა ქართლის გუბერნატორის და გორის მერის ერთობლივი ინიციატივით, მოქალაქეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო პერსონალი ემსახურება.აქცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები