ახალი ამბები
ხაშურელ დავით ნოზაძეს ზოოპარკი დაათვალიერებინეს
ცხრა წლის დავით ნოზაძეს, რომლიც გუშინ ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის სანახავად გამოიპარა, ზოოპარკი დაათვალიერებინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ბავშვი ზოოპარკში იმ საპატრულო ეკიპაჟმა მიიყვანა, რომელმაც გუშინ საღამოს იპოვა.

როგორც მოზარდი ყვება, გუშინ, გაკვეთილების შემდეგ თბილისში მატარებლით ჩამოვიდა, თუმცა გზა აებნა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა იპოვეს და დაჰპირდნენ, რომ ზოოპარკს დაათვალიერებინებდნენ.

იხ. ფოტორეპორტაჟი
Print

სტატიის გამოყენების პირობები